logo
ENG



რუსეთის პატრიარქი "საშობაო ზავის" გამოცხადების ინიციატივით გამოდის

05 იან 202314:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/a3ouq231no5xjmc.jpg

რუსეთის ეკლესიის ვებგვერდი რუსეთის პატრიარქის, კირილის მიმართვას აქვეყნებს, სადაც ის „საშობაო ზავის“ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

"მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამესა და ქრისტეშობის დღეს", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა